სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ფანჯიკიძე: თუ არ იქნება მოწმე, სადაც უნდა მივიდეს, მაშინ მას მეორედ დაიბარებენ

radiotavisupleba.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტს მეორედ დაიბარებენ.

"საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები, პროკურატურა იმოქმედებენ კანონის შესაბამისად. და თუ არ ვცდები, კანონი გულისხმობს იმას, რომ ერთხელ თუ არ გამოცხადდება, მას დაიბარებენ მეორედ. ასე რომ, წყნარად შევხედოთ დღევანდელ დღეს. თუ არ იქნება მოწმე, სადაც უნდა მივიდეს, მაშინ მას მეორედ დაიბარებენ", - თქვა ფანჯიკიძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. სააკაშვილი საგამოძიებო ორგანოში დღეს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, ყოფილმა პრეზიდენტმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს.

კომენტარები