დაკარგული თვითმფრინავი

მალაიზიური ბოინგის ძებნა ინდოეთის ოკეანეში ჯერჯერობით უშედეგოდ გრძელდება

ინდოეთის ოკეანეში, ავსტრალიის სანაპიროს სამხრეთ-დასავლეთით, გაუჩინარებული მალაიზიური ბოინგის ძებნა გრძელდება. ჩინური სამაშველო თვითმფრინავის ეკიპაჟმა ოკეანეში დიდი ზომის საეჭვო ობიექტები აღმოაჩინა, რომელიც შესაძლოა ბოინგის ნამსხვრევები ყოფილიყო. თუმცა, მოგვიანებით იგივე ზონის შესწავლისას ამერიკულმა თვითმფრინავმა ნამსხვრევები ვეღარ აღმოაჩინა.

კომენტარები