ივანიშვილი: ფარცხალაძის დანიშვნა ელექტრონიკის ყიდვასავით იყო

ოთარ ფარცხალაძეს ვიცნობდი, ახლოს არა, მაგრამ ვიცნობდი - ძალიან კაცური და ვაჟაცურია. ის მოიქცა აბსოლუტურად ადეკვატურად. არ ვიცი, როგორ მოხდა დანიშვნა, რომ გამოეპარათ. ეს ქართული ხასიათია. ქართველები ელექტრონიკას ვყიდულობთ და პირდაპირ დენში ვრთავთ – არც ერთი არ ვკითხულობთ ინსტრუქციას. ზუსტად ასე მოხდა ჩემი აზრით, ქართული ხასიათიდან გამომდინარე – არც მან მიაქცია ყურადღება, არც გუნდმა, რადგან ნამუშევარი ჰქონდა სხვა მაღალ თანამდებობებზე. მანამდეც უნდა მიქცეოდა ამას ყურადღება.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ.

კომენტარები