უკრაინის კრიზისი

კერი: ყირიმის ანექსიას მკაცრი სანქციები მოჰყვება

truthrevolt.org

დასავლეთი მზადაა პატივი სცეს რუსეთის ინტერესებს, მაგრამ ყირიმის ანექსიას მკაცრი სანქციები მოჰყვება - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯონ კერის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი „არ არის მზად მიიღოს გადაწყვეტილებები უკრაინასთან დაკავშირებით რეფერენდუმამდე ყირიმში". თუმცა, მისი თქმით, აშშ ამ რეფერენდუმს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

„მიგვაჩნიამ, რომ ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ გადაწყვეტილების რატიფიკაცია ფაქტობრივი ანექსია იქნება... თუ რუსეთი კვლავაც კონფლიქტის აგრესიულ გადაწყვეტას შეეცდება, ამას საკმაოდ მკაცრი სანქციები მოჰყვება", - განაცხადა კერიმ.

მისი თქმით, აშშ მზადაა პატივი სცეს რუსეთის ინტერესებს, ასევე მხარს ყირიმის ავტონომიის გაფართოებას. თუმცა, ეს საკითხი უკრაინის ხელსუფლების გადასაწყვეტია.
კერიმ იმედი გამოთქვა, რომ ლავროვის მიერ მიცემული პირობა იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო ინტერვენციას არ განახორციელებს, შესრულდება.

კომენტარები