ჩხუბი ტორპედოს მოედანზე

ლევან ყიფიანი: რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება

ლევან ყიფიანი
msy.gov.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ ქუთაისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება.
"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა ქუთაისში. რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა იყოს მკაცრი. მე მქონდა საუბარი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან და მე ვფიქრობ, აუცილებელია, რომ მოხდეს ამ ფაქტების შეფასება, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ეს რომ მომავალში გაგრძელდეს. ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი.
არიან დაშავებული ფეხბურთელებიც. მე ვფიქრობ, თუ სამართალდამცავები ამ ფაქტებს გამოიძიებენ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავეხმარებით ყველა მხრივ, რომ ასეთი ფაქტები მომავალში აღარ არსებობდეს", - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ტორპედოს და დინამოს შორის მატჩი მასობრივი ჩხუბის გამო ჩაიშალა.

კომენტარები