უკრაინის კრიზისი

კერი: ყირიმის ანექსია დიპლომატიას კარს დაუხურავს

truthrevolt.org

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს განუცხადა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი ყირიმის ანექსიისკენ „დიპლომატიას კარს დაუხურავს“. ამის შესახებ სააგენტო Reuters საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. კერიმ რუსეთს უკრაინაში მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა.

გადაწყვეტილება რუსეთთან შეერთების შესახებ ყირიმის მარიონეტულმა პარლამენტმა 6 მარტს მიიღო და 16 მარტისთვის ამ საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა. ამ გადაწყვეტილებას მხარი ღიად რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს სპიკერებმა დაუჭირეს. 

კომენტარები