The Guardian-ის ცნობით დმიტრო იაროში, უკრაინის ნაციონალისტური მემარჯვენე სექტორის ლიდერი, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. იაროში და მისი პარტია მისი ოპონენტების მიერ ნეო-ნაცისტებად აღიქმებიან და მათი აქტივობები რუსეთის მხრიდან გამოყენებული იქნა, როგორც ყირიმში შეჭრის გამამართლებელი საბუთი.
პრესკონფერენციაზე იაროშმა განაცხადა, რომ მისი პარტია არაა ქსენოფობიური ან ანტი-სემიტური და მოიცავს ყველა უმცირესობას. მისივე თქმით უკრაინული უნდა იყოს სახელმწიფო ენა, თუმცა ეს არ უნდა განსაზღვრავდეს იმას, თუ რა ენაზე ისაუბრებენ ადამიანები ერთმანეთთან.





