ვითარება უკრაინაში

მსოფლიოს შვიდი წამყვანი ქვეყანა ერთობლივად გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას

G7 - დიდი შვიდიანის ქვეყნების დროშები
coslychacwbiznesie.pl

მსოფლიოს შვიდმა წამყვანმა ქვეყანამ ერთობლივი განცხადებით დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე და შეწყვიტა „დიდი რვიანის" სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობის მიღება, რომელიც დაგეგმილი იყო ამა წლის ივნისში, სოჭში.

„ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ლიდერები, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ერთობლივად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ცხად დარღვევას" - ნათქვამია „დიდი შვიდიანის" განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

„დიდი შვიდიანის" ლიდერებმა მოუწოდეს მოსკოვს პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს კიევთან, საერთაშორისო შუამავლების - გაეროსა და ეუთოს თანდასწრებით. დიდი შვიდიანის ქვეყნები ვალდებულებას იღებენ მხარი დაუჭირონ უკრაინას აღადგინოს ერთიანობა, სტაბილურობა და პოლიტიკური და ეკონომიკური ჯანმრთელობა ქვეყანაში. 

კომენტარები