მთავრობა

უსუფაშვილი: ღარიბაშვილი მეტადაა ჩართული საქმეში, ვიდრე იყო ივანიშვილი

მე მგონი, პრემიერმინისტრი უნდა დარჩეს უცვლელი. ძალიან კარგად დაიწყო და ძალიან კარგად უძღვება საქმეს. არ ვიცი, შეიძლება, ბიძინა ივანიშვილს ცოტა შეიძლება ეწყინოს კიდეც (ვხუმრობ, რა თქმა უნდა), მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი, კონკრეტულად როგორც მენეჯერი, სრულად არის ჩართული პრემიერმინისტრობაში, გაცილებით მეტად არის ჩართული ამ საქმეში, ვიდრე იყო ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ბევრი სხვა თემებითაც იყო დატვირთული და შესაძლოა, ამიტომ მთავრობის ყოველდღიურ მენეჯმენტს ისე ვერ და არ ახორციელებდა, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მთავრობისა და მთავრობის მეთაურის მუშაობა ასე შეაფასა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა პოზიციაში.

კომენტარები