რუსული რომანსის საღამო

ეროვნულ-მუსიკალურ ცენტრთან რუსული რომანსის საღამოს გამართვა გააპროტესტეს

საქართველოს ეროვნულ-მუსიკალურ ცენტრთან რუსული რომანსის საღამოს გამართვა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ღონისძიების ორგანიზება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არ უნდა გაეწია. 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ორგანიზებულ საღამოს "Ето было недавно"- ერქვა. ღონისძიების წამყვანმა მისულ მსმენელს დარბაზში სიცივისთვის ბოდიში მოუხადა და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. რუსული რომანსის საღამოს სტუმრების თქმით, პოლიტიკას და კულტურას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს და ღონისძიების გადადების აუცილებლობა არ არსებობდა.

„ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოხატოს. მე ვერ ვიზიარებ აქციის მონაწილეების მოსაზრებებს, რადგან ჩემი კოლეგები უნდა დადგნენ სცენაზე და იმღერონ, რაც გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი და არ მგონია, რუსულმა რომანსმა ვინმეს რამე დაუშავოს“ -  განაცხადა მომღერალმა ნატო მეტონიძემ საღამოს დაწყებამდე.

 რუსული რომანსის საღამო საერთაშორისო კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრის -„რუსული კლუბის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.   

კომენტარები