საზოგადოებრივი მაუწყებელი

ღარიბაშვილი: მეურვეების შერჩევის პროცესმა გადაიწია, ეს პარლამენტის უფლებაა

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

პირველჯერზეშევარჩიეთრამდენიმეადამიანი, სხვაადამიანებისშერჩევისპროცესმაგადაიწია - ეს პარლამენტის კანონიერი უფლებაა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შერჩევასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კანონის მიხედვით, გამოცხადდება მეორე კონკურსი, შეირჩევიან ახალი წევრები და დასრულდება სამეურვეო საბჭოს კომპლექტაციის პროცესი.

პრემიერმინისტრის თქმით, აბსურდია იმის მტკიცება, რომ მთავრობას საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდზე პოლიტიკური გავლენის მოპოვება სურს. "თუ ტელევიზია მოგვინდებოდა ჩვენ, ბატონი ბიძინა ელემენტარულად არ დახურავდა მეცხრე არხს - თუ ტელევიზიის ქონის სურვილი ექნებოდა, მაშინ არჩევნებამდე რატომ დახურავდა საკუთარ ტელევიზიას?" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მაშინ როცა გამოცხადდა კონკურსი და შერჩევის ვადა ამოიწურა, გარკვეულმა ადამიანებმა გამოთქვეს წუხილი, რომ მათ არ იცოდნენ ამ კონკურსის შესახებ და ახლა მათ მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატებიდან მხარი ლელა გაფრინდაშვილს დაუჭირა. გაფრინდაშვილის კანდიდატურა 117 ხმით 0-ის წინააღმდეგ დამტკიცდა, გენო გელაძის კანდიდატურა კი, 44 ხმით 34-ის წინააღმდეგ ჩავარდა. ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებულ კანდიდატს ნინია კაკაბაძეს მხარი 44-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 45 წინააღმდეგ წავიდა. უმცირესობა ჯანა ჯავახიშვილის კანდიდატურის წამოყენებას ცდილობდა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენლებს უარი განუცხადა და აღნიშნა, რომ ჯავახიშვილის კანდიდატურის წარმოდგენისას, მაუწყებლის შესახებ კანონით დადგენილი წესები დაირღვა. უმცირესობამ ჯავახიშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება ორი დღის წინ დაასრულა. 27 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე კი, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მხოლოდ სამი კანდიდატი დაამტკიცა. ცხრიდან ექვსი ადგილი ვაკანტური დარჩა. მაშინ უმრავლესობამ მხოლოდ ერთი, ხოლო უმცირესობამ ორი კანდიდატი წარადგინა. მათ სამ-სამი კანდიდატის დასახელება შეეძლოთ.

კომენტარები