ფოკუსი

„ოდეერები“ / სავალდებულო ტექდათვალიერება

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ე.წ. ოდეერების პრობლემაზე საუბრობს, მათ შორის, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. მიიჩნევს თუ არა მმართველი გუნდი შს სამინისტროს მუდმივი წარმომადგენლების ყოფნას სხვადასხვა უწყებაში და რა კეთდება ამ პრაქტიკის დასაძლევად. სტუმრად ფოკუსის პირველ ნაწილში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია, ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს წარმომადგენელი დიანა ჩაჩუა.

გადაცემის მეორე ნაწილში: 2015 წლიდან ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება აღდგება. მთავრობის ინიციატივით, სავალდებულო პერიოდური ტესტირების გავლა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტს მოუწევს. რამდენად გამართლებულია სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენა, მით უმეტეს, იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ამ მიმართულებით საქართველოს გააჩნია - ამის შესახებ სტუმრებთან, თბილისის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენელ შოთა უტიაშვილთან, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ციმინტიასთან, ასევე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელ რეზო გეთიაშვილთან ერთად ვსაუბრობთ.

კომენტარები