ვითარება უკრაინაში

ბაიდენი იანუკოვიჩს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

huffingtonpost.com

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩს დემონსტრანტებსა და სპეცრაზმელებს შორის დაპირისპირების დეესკალაციისა და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მან ხაზი გაუსვა ოპოზიციასთან მიმდინარე დიალოგის მნიშვნელობას და ასევე რეალურ კომპრომისს, როგორც კრიზისის გადაწყვეტის გზას.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ მნიშვნელობას დემოკრატიული საზოგადოებისთვის. მისი თქმით, აღნიშნული თავისუფლება დაცული უნდა იყოს.

"ძალადობა ნებისმიერი მხარისგან მიუღებელია. მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია კრიზისის მშვიდობიანად გადაწყვეტა. სისხლისღვრა კი მომავალში უკრაინისა და ამერიკის ურთიერთობაზე აისახება", - აღნიშნა ბაიდენმა.

ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტს მოუწოდებს, კრიზისიდან თავის დასაღწევად მშვიდობიანი გამოსავალი იპოვოს.

კომენტარები