სოფლებში ხშირი შემთხვევაა, როცა საკარმიდამო არ არის მოხნული, დამუშავებული… რა უნდა იმის დამუშავებას?! ძველად ჩვენი ხალხი ოცნებობდა... მე გამიგონია უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორისგან, ჩვენ ვოცნებობდით, რომ ერთი დღის სახნავ-სათესი მოგვცეს ღმერთმაო და არაფერი გაგვიჭირდებაო. ახლა გვაქვს და აღარ ვამუშავებთ, იქ ტრაქტორი არ არის, იქ ბენზინი არ არის. ჩვენ თუ არ მივხედეთ საკუთარ თავს, არც უცხოეთი გვიშველის და არც არაფერი. ჩვენ თვითონ უნდა ვიფიქროთ საკუთარ თავზე. ყოველმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს, მე რას ვაკეთებ, რა მომაქვს ჩვენი ქვეყნისთვის.
tbl.ge/czx
დაკოპირდა

განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში. ნეტგაზეთის ცნობით, შეხვედრას მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებისა და განვითარების საკითხით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ.
ამავე თემაზე
- გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
- რუსეთის პატრიარქმა კირილმა პატრიარქ ილია მეორეს ანგელოზის დღე მიულოცა
- ილია მეორე ლეო XIV-ს პაპად არჩევას ულოცავს
- ილია II: ჩვენ გვინდა, შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია
- ჯაღმაიძე: პატრიარქს გადადგომის შესახებ ჰქონდა ნათქვამი, მაგრამ არანაირი თარიღები და ვადები




