ვითარება თავშესაფარში

სოციალური დაცვის სააგენტო: თავშესაფარში ანტისანიტარია არ არის

Newposts

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის გია კაკაჩიას თქმით, მოსკოვის პროსპექტზე მდებარე მიუსაფართა თავშესაფარში ანტისანიტარია არ არის.

"მე თავად ჩავატარე შემოწმება დღეს დილით და დავრწმუნდი, რომ აქ არანაირი ანტისანიტარიის საშიშროება არ არის. ეს არის კარვების ტიპის დასახლება, მიუხედავად ამისა, აქ ანტისანიტარია არ არის. ასევე აღსანიშნავია, რომ უკვე შემუშავებულია ასეთი საცხოვრებელი ტიპის სტანდარტი, რომელიც მთავრობის სხდომაზე გავა", - თქვა კაკაჩიამ.

 

კომენტარები