თავისუფალი უნივერსიტეტი

თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში გაცნობითი პროგრამები დაიწყო

თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში გაცნობითი პროგრამები დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში აბიტურიენტები ლექციებს ესწრებიან და საუნივერსიტეტო გარემოს ეცნობიან. დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში გაცნობითი პროგრამების პირველ ნაკადში 250-მა სტუდენტმა უკვე მიიღო მონაწილეობა. აბიტურიენტების თქმით, მსგავსი ტიპის პროგრამები მათ უნივერსიტეტებსა და საბაკალავრო პროგრამის არჩევაში ეხმარებათ.

აბიტურიენტებმა დღეს ლექციები ხელოვნებისა და დიზაინის სფეროშიც მოისმინეს. ეს პროგრამა ერთ-ერთია იმ სამი ახალი მიმართულებისგან, რომელსაც თავისუფალი უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს. თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერის, ვატო ლეჟავას თქმით, მსგავსი ტიპის პროგრამები ტრადიციულია და ის ძირითადად ზამთარსა და გაზაფხულზე ტარდება.

კომენტარები