სირიის კონფლიქტი

რუსეთმა სირიის შესახებ რეზოლუციას ისევ ვეტო დაადო

გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო მორიგი რეზოლუცია სირიის შესახებ. ამის მიზეზი რუსეთის წინააღმდეგობა გახდა. მოსკოვი რეზოლუციის ტექსტიდან დეკემბრის ბოლოს სამთავრობო ჯარების მიერ ქალაქ ალეპოს დაბომბვის დაგმობის ამოღებას ითხოვდა, რასაც რამდენიმე ასეული შვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

პროექტი დიდმა ბრიტანეთმა შემოიტანა, რუსეთი კი რეზოლუციის უფრო ზოგადი შინაარსის მომხრე იყო. მანამდე რუსეთმა, რომელიც სირიის პრეზიდენტის ინტერესებს იცავს, გაეროში სირიის შესახებ რეზოლუციას ვეტო არაერთხელ დაადო. ამ თვეში შვეიცარიაში სირიის შესახებ სამშვიდობო კონფერენცია უნდა გაიმართოს. მაგრამ ალეპოს დაბომბვის გამო ოპოზიცია მასში მონაწილეობაზე უარით იმუქრება, თუ დასავლეთი დაბომბვების შეწყვეტას არ მიაღწევს.

კომენტარები