მთავარი პროკურორის გადადგომა

ბერძენიშვილი: კმაყოფილი ვარ, რომ ფარცხალაძემ სწრაფად მიიღო ეს გადაწყვეტილება

ლევან ბერძენიშვილი
primetimenews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ბერძენიშვილი მთავარი პროკურორის გადადგომითა და პრემიერის მიერ გადადგომის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებით კმაყოფილია.

”შეფასება, როგორც საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება და პირადი გადაწყვეტილება. იურიდიული თვალსაზრისით მოგეხსენებათ არანაირი პრობლემა არ იყო, მაგრამ იყო მორალური საკითხი და ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება. რომელიც ძალიან სწრაფად დააკმაყოფილა პრემიერმინისტრმა საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით. ეს ხელისუფლება აპირებს გაითვალისწინოს საზოგადოებრივი აზრი” - განუცხადა ტაბულას ბერძენიშვილმა.

მისი თქმით რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ აქამდე რა იყო, გვიწევს ლაპარაკი იმაზე ახლა რა არის.

”ამიტომ ახლა გათვალისწინებულია საზოგადოებრივი აზრი. აქამდე საზოგადოებრივი აზრი ყალიბდებოდა და ასე ხდება ხოლმე, მას ითვალისწინებენ, ძალიან სწრაფად ითვალისწინებენ, სხვაგან, სხვა ქვეყნებში ეს ძალიან დიდხანს გრძელდება ხოლმე ასეთი სკანდალები. მე კმაყოფილი ვარ რომ სწრაფად იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. თვითონ პროკურორის მიერაც და დაუყოვნებლივ დააკმაყოფილა პრემიერმა. აქამდე ლაპარაკი იყო იმაზე, იურიდიულად რა და როგორ არის. ეს გადაწყვეტილება სწორია, მთავარი აქ ეს არის, ახლა ჩვენ შეგვიძლია დიდხანს ვილაპარაკოთ რატომ გუშინ არა და გუშინწინ არა, რატომ წახვედი შენ ბათუმში და ა.შ 2006 წელს მოკლეს ახალგაზრდა კაცი, 2006-ში, 2007-ში, 2008-ში, 2009-ში, 2010-ში, 2011-ში, 2012-ში ვერ შევაგნებინეთ ხელისუფლებას, რომ ვანო მერაბიშვილი არ უნდა ეგდოს თანამდებობაზე, ხომ ვერ შევაგნებინეთ, მაგრამ ახლა რატომ გააჭინაურეს სამი დღით ამბავი, ამაზე სერიოზულ სკანდალს ნუ ავტეხთ. გადაწყვეტილება მიღებულია, კაცი გადამდგარია, ხელმოწერილია” - განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომენტარები