ეგვიპტე

ეგვიპტის მთავრობამ მუსლიმი ძმების მოძრაობა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

MOHAMED ABD EL GHANY / REUTERS

ეგვიპტის მთავრობამ მუსლიმი ძმების მოძრაობა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ხელისუფლების ეს ნაბიჯი ქალაქ მანსურში განხორციელებულ ტერაქტს მოჰყვა. ქალაქში პოლიციის შენობის წინ დანაღმული მანქანის აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტში ხელისუფლება მუსლიმ ძმებს ადანაშაულებს. თუმცა ორგანიზაცია მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

"მთავრობა აცხადებს, რომ არ მოხდება წარსულში დაბრუნება. მთავრობა და ხალხი არასოდეს შეეგუება მუსლიმი ძმების ტერორიზმს, რომელთა დანაშაულებრივი ქმედებები ყოველგვარ მორალურ, რელიგიურ და ჰუმანურ ზღვარს გადასცდა. ამგვარად, მთავრობამ გადაწყვიტა მუსლიმი ძმები ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადოს", - აცხადებს ეგვიპტის ვიცეპრემიერი ჰოსამ ეისა.

მას შემდეგ, რაც ეგვიპტის არმიამ პრეზიდენტი მოჰამედ მურსი გადააყენა, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. შედეგად, ეგვიპტის სასამართლომ მუსლიმი ძმების პოლიტიკური საქმიანობა აკრძალა.

კომენტარები