პატრიარქის აღსაყდრების იუბილე

საქართველოს პატრიარქის ინტრონიზაციიდან 36 წელი გავიდა

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციიდან 36 წელი გავიდა.

ილია მეორემ წირვა-ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. საზეიმო წირვას გიგი უგულავაც დაესწრო.

დღესვე კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 36 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღებაც გაიმართა. მას საქართველოს პრემიერმინისტრი დაესწრო მთავრობის წევრებთან ერთად, მათ შორის იყო მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

მთავარი პროკურორი კამერების წინაშე დღეს პირველად გამოჩნდა.

კომენტარები