სტალინის ძეგლი

ტაბულას დამფუძნებელმა ფონდმა სტალინის ძეგლის დემონტაჟის ტენდერში გაიმარჯვა

Giorgi Machitidze

სამოქალაქო განათლების ფონდი, რომელიც ტაბულას ერთ-ერთი მფლობელია, თელავში სტალინის ძეგლის დემონტაჟს განახორციელებს.

სამოქალაქო განათლების ფონდმა სტალინის ძეგლის დემონტაჟისთვის თელავის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში 25 დეკემბერს გაიმარჯვა. ტენდერში, რომელიც 2 დეკემბერს გამოცხადდა, სხვა არავინ მონაწილეობდა.

სამოქალაქო განათლების ფონდი თელავში, ზუზუმბოს გორაზე, გმირების მემორიალთან რამდენიმე თვის წინ აღმართულ სტალინის ძეგლს 31 დეკემბერს 634 ლარად მოხსნის და ტერიტორიას მოასუფთავებს. ხელშეკრულება თელავის მუნიციპალიტეტთან სწორედ ამ დღეს გაფორმდება.

სტალინის ძეგლი თელავში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აღიმართა მუნიციპალიტეტის დაუკითხავად, რის გამოც, თვითმმართველმა ორგანომ მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები