საქართველო-რუსეთი

ზაქარეიშვილი: საქართველო უკვე პრაქტიკულად ჩახსნილია რუსეთთან

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი ჯერ მზად არ არის საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ასეთი განცხადება მოულოდნელობა არ ყოფილა და ახლა საჭიროა, საქართველომ აფხაზებს და ოსებს ევროპული რეალობა შესთავაზოს.

"ეს მოსალოდნელიც იყო. საქართველო უკვე პრაქტიკულად ჩახსნილია რუსეთთან და ვილნიუსში მკაფიოდ დავუდასტურეთ ყველას, ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებოდა საითკენ მიდიოდა საქართველო, რომ ჩვენი პოზიცია მკაფიოა და მივდივართ ევროპისკენ. ჩვენი ერთადერთი საშუალება არის, ჩვენს მოსახლეობას, აფხაზებს და ოსებს ველაპარაკოთ ევროპული კონტექსტიდან და მათ შევთავაზოთ არა რუსეთის, არამედ ევროპული სივრცე. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, წარმატებას მივაღწევთ, რადგან მთელი მსოფლიო ხედავს, თუ რა განსხვავებაა ევროპულ და რუსულ რეალობებს შორის", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები