საქართველო-რუსეთი

ლავროვი: არ ვართ მზად საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოსაღებად

ლავროვი
novinite.com

რუსეთი არ არის მზად საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოსაღებად. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წინაშე საგარეო პოლიტიკის შესახებ მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენ მომხრე ვართ, ადამიანებს შორის კონტაქტები გაგრძელდეს. ჯერ არ ვართ მზად, რომ უვიზო რეჟიმზე გადავიდეთ. მაგრამ საგრძნობი ლიბერალიზაცია განვახორციელეთ ვიზების გაცემის პროცედურის მხრივ, განსაკუთრებით იმ ვიზებზე, რაც ჰუმანიტარული ვიზიტებისთვის, ნათესავების მონახულებისთვის, კულტურული და  ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამებისთვის არის საჭირო“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. 

კომენტარები