NDI-ს კვლევა

NDI: გამოკითხულთა 21% ფიქრობს, რომ 2012 წლის შემდეგ, კრიმინალი გაიზარდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 2013 წლის ნოემბერში გამოკითხულთა 21% მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა, 45% ფიქრობს, რომ იგივე დარჩა, ხოლო 20%-ის აზრით, საქართველოში კრიმინალი შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ NDI-ს მიერ 2013 წლის სექტემბერში ჩატარებული კვლევით, გამოკითხულთა 31% ფიქრობდა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა, 45%-ის შეფასებით, იგივე დარჩა, ხოლო 11%-ის აზრით - შემცირდა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბერის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით 3,915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

კომენტარები