უკრაინა-რუსეთის ურთიერთობა

რუსეთმა უკრაინას გაზის ფასი შეუმცირა

მოსკოვში ვლადიმირ პუტინსა და ვიქტორ იანუკოვიჩს შორის გამართული შეხვედრა უკრაინისთვის რუსეთის ნაციონალური კეთილდღეობის ფონდიდან 15 მლრდ დოლარის გამოყოფითა და გაზის ფასის შემცირებით დასრულდა. შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ათას კუბურ მეტრ გაზზე ფასი 400 აშშ დოლარიდან 268.5 დოლარამდე შემცირდა.

ვლადიმირ პუტინის თქმით, ”უკრაინულ ბაზარზე არსებული სირთულეების გათვალისწინებით, რაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგია, როგორც ნახეთ, გაზპრომმა და უკრაინის ნეფტოგაზმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საშუალებას აძლევს გაზპრომს უკრაინაში გაზი ათას კუბურ მეტრზე 268.5 დოლარად გაყიდოს”.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილებები უკრაინას რაიმე პირობის შესრულებას არ ავალდებულებს. ”მინდა ყველა დავამშვიდო: დღეს ჩვენ უკრაინის საბაჟო კავშირთან მიერთების საკითხი საერთოდ არ განგვიხილავს”.

კომენტარები