არჩევნები უკრაინაში

უკრაინაში, 5 საარჩევნო ოლქში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

დღეს უკრაინის 5 საარჩევნო ოლქში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. უკრაინის უმაღლესმა რადამ განმეორებითი არჩევნები 2012 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დანიშნა, რადგან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5 ოლქში არჩევნები არალეგიტიმურად ცნო.

არჩევნებში 151 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან ყველაზე მეტს - 70 კანდიდატს საპარლამენტო მანდატის მოპოვება კიევის 223-ე ოლქში სურს.

საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

საარჩევნო პროცესს ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში დააკვირდება. 

ENEMO დამკვირვებელი ორგანიზაციების ევროპული ქსელია, სადაც 17 ქვეყნის 21 ორგანიზაციაა გაერთიანებული. 

კომენტარები