ვაშინგტონში, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის საკითხებზე იმსჯელეს, ასევე, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები და პერსპექტივები განიხილეს.
"შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სავაჭრო და საინვესტიციო სფეროში მაღალი დონის დიალოგის გაღრმავების საკითხს. ქართულმა მხარემ წარმოადგინა დეტალური სამოქმედი გეგმა, იმის ხედვა თუ როგორ უნდა განხორცილდეს აღნიშნული დიალოგი და გაღრმავდეს როგორც მთავრობათაშორის, ისე ბიზნესშორის დონეებზე ურთიერთობა. ასევე განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეზე მიღწეული პროგრესი" - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ რობერტ მანოგმა კი აღნიშნა, რომ აშშ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას მოელის.





