სომხური ტაბლეტი და მობილური

სომხეთში პირველი ტაბლეტი და მობილური ტელეფონი გამოუშვეს

სომხეთის მთავრობამ სამრეწველო საბჭოს უმასპინძლა, რომელსაც პრემიერმინისტრი ტიგრან სარგსიანი უძღვებოდა. სესიაზე წარმოადგინეს პირველი სომხური ტაბლეტი Armtab და პირველი მობილური ტელეფონი Armphone. გამომშვები კომპანიის ინფორმაციით, ტაბლეტები 7.85, 9, 9.7 და 10.1 ინჩიანი ეკრანებითაა. ტაბლეტებსა და მობილურებს 3G-სა და WiFi-ს შესაძლებლობები აქვთ.

პრემიერმინისტრის ინფორმაციით, ტაბლეტებისა და მობილურების ხარისხი მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისგან არ განსხვავდება. ფასი კი მნიშვნელოვნად დაბალია. პროდუქცია მასობრივ გაყიდვაში 2014 წლიდან ჩაეშვება.

კომპანიის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ტაბლეტებსა და მობილურებს ყოველდღიური საქმიანობისთვის გამოიყენებენ.

რამდენიმე დღის წინ რუსულმა კომპანია Yota Devices-მა ორეკრანიანი სმარტფონი YotaPhone გამოუშვა. სმარტფონის ყიდვა მხოლოდ რუსეთში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაშია შესაძლებელი. ფასი 600-700 აშშ დოლარია. აღნიშნულ სმარტფონზე კომპანია 3 წლის განმავლობაში მუშაობდა.

კომენტარები