აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი

პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ქალი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში

defense.gov

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად ქრისტინ ფოქსი დაასახელა. Military Times-ის ცნობით, აღნიშნული ცვლილება უპრეცედენტოა ორი მიზეზის გამო. პირველი - მოადგილის მოვალეობის შემსრულებელის პოსტის იშვიათობის გამო და მეორე - ქრისტინ ფოქსი პირველი ქალია, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში ოდესმე აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნულა. ფოქსი მუშაობას მას შემდეგ შეუდგება, რაც მოქმედი პირველი მოადგილე ეშ კარტერი პენსიაში გასვლის გამო ოთხშაბათს პოსტს დატოვებს.

გასულ კვირას Politico Magazine-მა დაწერა, რომ ეშ კარტერის ჩანაცვლება იმ ადამიანით, რომელსაც პენტაგონში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, არის "პირველი კლასის საჭიროება". ფოქსი პენტაგონის ბიუჯეტის მთავარი ანალიტიკოსი იყო.

ფოქსი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად 210 დღის განმავლობაში იმუშავებს, სანამ პირველ მოადგილეს დანიშნავენ.

ქრისტინ ფოქსი პენტაგონის მაღალჩინოსანი 4 წლის განმავლობაში იყო. ის იყო ასევე ნავალის ანალიტიკური ცენტრის პრეზიდენტი. ფოქსი ასევე მუშაობდა NASA-ში. ბოლო პერიოდში ფოქსი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ეშ კარტერის კონსულტანტად ანაზღაურების გარეშე მუშაობდა.

ქრისტინ ფოქსი 80-იან წლებში იყო ანალიტიკოსი Top Gun-ის სკოლაში. სწორედ ფოქსი აღმოჩნდა ინსპირაცია ტონი სკოტის ფილმის Top Gun-ის პერსონაჟ ჩარლის, რომლის როლსაც კელი მაკგილი ასრულებს.

ქრისტინ ფოქსი პროფესიით მათემატიკოსია.

კომენტარები