აშშ-საქართველოს ურთიერთობები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისს ეწვევა

topnews.in

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდი 6 დეკემბერს საქართველოს ეწვევა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმანეტის ცნობით, ნულანდი საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება და განიხილავს აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს ევროპულ არჩევანს. ნულანდი ასევე დაესწრება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებას.

თბილისის შემდეგ ვიქტორია ნულანდი მოსკოვში გამეგზავრება, სადაც რუსეთის ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიხილავს აშშ-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებსა და გლობალურ საკითხებს. ის ასევე შეხვდება საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში ჩამოსვლამდე ბრიუსელში სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან ერთად დაესწრება NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალს, ის ასევე ეწვევა მოლდოვასა და უკრაინას. ნულანდი კიევში ეუთოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, შეხვდება მაღალი თანამდებობის პირებს, პარლამენტარებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

კომენტარები