ვილნიუსის სამიტი

ბაქრაძე: მთავრობა და ოპოზიცია ერთად უნდა აღუდგეს რუსეთის ზეწოლას

wikipedia.org

მთავრობა და ოპოზიცია ერთად უნდა აღუდგეს რუსეთის ზეწოლას - ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ვილნიუსში განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, ის რუსეთისგან უდიდეს ზეწოლას ელოდება, ჩრდილოელი მეზობელი საქართველოს ევროპული კურსი შეცვალოს შეეცდება. ამიტომ ბაქრაძე ხელისუფლებას სთავაზობს, ოპოზიციასთან ბრძოლოს ნაცვლად შეძლოს თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვა. ოპოზიციის ლიდერი მზადყოფნას აცხადებს ამ საკითხებში ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს.

"ვფიქრობ, ამ საკითხში ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი და ორივეს უნდა ეყოს პასუხისმგებლობა, რომ მთავარ თემად არ ვაქციოთ უთანხმოება, შიდა პრობლემები და მთავარი თემა იყოს საქართველოს ევროპული მომავალი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. მას შემდეგ, რაც სამეზობლო პოლიტიკიდან მხოლოდ ორი ქვეყანა დარჩა, რომელიც ხელს აწერს ასოცირების შეთანხმებას, ეს ორი ქვეყანა გახდება რუსეთის მთავარი სამიზნე" - განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძე იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტი წარმატებული იქნება არა მხოლოდ მოქმედი ხელისუფლებისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ თემებზე წლების განმავლობაში მუშაობდა.

კომენტარები