უშიშროების საბჭოს მდივანი

ირინე იმერლიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

financial.ge

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ირინე იმერლიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება დღეს შეუწყდა. 

პარტიული სიის მიხედვით, იმერლიშვილი კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა უნდა ჩაანაცვლოს, თუმცა, ბერიკაშვილი ამბობს, რომ დეპუტატობას არ აპირებს. ირინე იმერლიშვილის ადგილს პარლამენტში სავარაუდოდ, მურთაზ ხურცილავა დაიკავებს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს კი, იმერლიშვილის ნაცვლად, გიორგი კახიანი უხელმძღვანელებს. მისი კანდიდატურა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოფიციალურად წარადგინეს.

ცნობისთვის, ირინე იმერლიშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე გიგა ბოკერია ჩაანაცვლა. 

კომენტარები