მცოცავი ოკუპაცია

ოკუპანტმა გამყოფი ხაზი გადმოლახა და ბერშუეთში მიწის დამუშავება დაიწყო

გოგიკო საყვარელიძე

სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის განაპირას, დღეს დილით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გამოჩნდა და ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, ადგილობრივი მკვიდრის, გიორგი ხოდელის კუთვნილი ნაკვეთის დამუშავება დაიწყო. სააგენტოსვე ცნობით სოფლის რწმუნებული ადასტურებს, რომ ტერიტორია სადაც ტრაქტორი მიწას ამუშავებდა, ქართული მხარის კონტროლირებადია.

როგორც მიწის მესაკუთრე აცხადებს, მას მექანიზატორმა არ გაუმხილა ვისი დავალებით ხნავდა მის მიწას, თუმცა უთხრა, რომ ოკუპირებული რეგიონის სოფელ წიგნარიდან ამ დავალებით გამოუშვეს.

ხოდელი გამყოფ ხაზთან 32 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს, ის შოშობს, რომ ხვალ დილით ოსური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგულის დამუშავებს განაგრძობენ. ადგილობრივი მკვიდრი შველას ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს. მისი თქმით, თუ ეს მიწა არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდება, ის შემოსავლის გარეშე დარჩება.

 

კომენტარები