ფოკუსი

უკრაინა და ევროკავშირი

უკრაინის მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, ამ ეტაპზე, უარი თქვა - ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით, შეთანხმების გაფორმების მზადების პროცესი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, შეჩერდა. უკრაინის რადამ გუშინ ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც ექსპრემიერ იულია ტიმოშენკოს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გამგზავრების საშუალებას მისცემდა. ევროკავშირის მთავარი მოთხოვნა სწორედ ტიმოშენკოს გათავისუფლება იყო. კიევსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში უკვე დაიწყო საპროტესტო აქციები - ოპოზიცია მომდევნო დღეებში ფრთომასშტაბიან გამოსვლებს გეგმავს.

რატომ არის რუსეთისთვის მნიშვნელოვანი უკრაინა და დააზარალებს თუ არა საქართველოს კიევის გადაწყვეტილება - ამ თემებზე დეპუტატებს ვიქტორ დოლიძესა და გიორგი კანდელაკს ვეაუბრებით. გადაცემის მეორე ნაწილში კი ჩვენი სტუმრები არიან პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტი.

კომენტარები