ჰიპერმარკეტების ქცელი გუდვილი შესაძლოა ნიკორას მფლობელობაში გადავიდეს. ამ ინფორმაციას ნიკორას გენერალური დირექტორიც ადასტურებს. ნიკორას მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, ირაკლი ბოქოლიშვილი აცხადებს, რომ "ნიკორა მზად არის აიღოს გუდვილის ყველა ვალდებულება, გუდვილის ამჟამინდელი დამფუძნებლის, ბატონი გოგი შევარდნაძის თანხმობის შემთხვევაში". ბოქოლიშვილის მედიას ჰპირდება, რომ მაშინვე მიაწვდის ინფორმაციას, როგორც კი შეთანხმება შედგება.
შეგახსენებთ, რომ გუდვილმა გადახდისუუნაროდ გამოცხადების სურვილით სასამართლოს მიმართა.





