სავიზო რეჟიმი

ევროკომისია საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ

აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის შესახებ.

ანგარიშში წერია, ”ევროკომისია მიიჩნევს, რომ პირველი ანგარიშის მიხედვით, საქართველომ კარგი პროგრესი აჩვენა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პირველი ფაზის მიხედვით. ასევე დოკუმენტების უსაფრთხოების, მათ შორის, ბიომეტრული საბუთების კუთხით”.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ”საზღვრის ინტეგრირებული მართვა უფრო მაღალ ეტაპზეა მოთხოვნების შესრულების მიხედვით. საქართველო ასევე პროგრესირებს მიგრაციის მენეჯმენტთან დაკავშირებით, თავშესაფრის პოლიტიკის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, ასევე საგარეო ურთიერთობებისა და ფუნდამენტური უფლებების თვალსაზრისით”, - წერია ევროკომისიის ანგარიშში.

 

კომენტარები