ფოკუსი

ახალი მთავრობა/ეკონომიკური გუნდის საქმიანობა

დღეს მომავალმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. გარდა შინაგან საქმეთა მინისტრის წინასწარ ცნობილი ახალი კანდიდატურისა, მთავრობის წევრები არ იცვლებიან - პოსტს ყველა მინისტრი ინარჩუნებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მათ გასული წლის მანძილზე ძალიან კარგად იმუშავეს. ახალ შემადგენლობას პარლამენტი კენჭს ორ დღეში, 20 ნოემბერს უყრის. მთავრობის ახალ შემადგენლობაზე, ასევე კოალიცია ქართული ოცნებაში დაგეგმილ ცვლილებებზე ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გია ვოლსკის ვესაუბრებით.

გადაცემის მეორე ნაწილში - იმუშავა თუ არა ბოლო ერთი წლის მანძილზე კარგად მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, რომელიც უცვლელი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის ზრდა შენელდა, ბიუჯეტს დანაკლისი აქვს, მთავრობა კი ვალს იღებს. ამ თემაზე ჩვენს კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები - ზურაბ ტყემალაძე და ზურაბ ჯაფარიძე პასუხობენ.

კომენტარები