სოფლები საოკუპაციო ხაზთან

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები 9500 ოჯახი ზამთარში 200-ლარიან დახმარებას მიიღებს

დავით ნარმანია
RFE/RL

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთარში სათბობით უზრუნველყოფის მიზნით 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარება დაურიგდება. აღნიშნული გადაწყვეტილება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს. დახმარებას 9500 ოჯახი მიიღებს.

"მთავარი გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ სხდომაზე, არის ის, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მიიღებს 200-ლარიან დახმარებას, კონკრეტულად სათბობით უზრუნვეყოფასთან დაკავშირებით. მათ შეეძლებათ ეს თანხა გამოიყენონ, როგორც შეშის შესაძენად, ასევე ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარად. კონკრეტული მექანიზმები, როგორი ფორმით შეიძლება ეს გაკეთდეს და მოწესრიგდეს, ფინანსთა სამინისტროს მიერ დღის ბოლომდე იქნება შემოთავაზებული. ასევე დავამტკიცეთ გაზიფიცირების გრაფიკი და გამოცხადდება ტენდერი", - თქვა ნარმანიამ.

ნარმანიას თქმით, 11 ნოემბერს გაიმართება დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა და კომისია მათ მიაწვდის ინფორმაციას იმ საჭიროებათა ნუსხის შესახებ, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვერ დაფინანსდება.

"ეს არის ძირითადად ინდივიდუალური საჭიროებები, მათ შორის გამოვყოფდი რამდენიმე ოჯახს, რომელთაც არ აქვთ საცხოვრებელი სახლი. ჩვენ მივაწვდით დონორებს დაზიანებული სახლების და სახურავების ნუსხას, ეს იქნება გადაუდებელი საკითხები, რაშიც გვჭირდება დონორთა დახმარება. ასევე, გვყავს რამდენიმე ოჯახი, რომლებიც იყვნენ კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და ამის გამო ვერ მიიღეს სახლები და კომპენსაცია", - თქვა ნარმანიამ.

კომენტარები