სოფლები საოკუპაციო ხაზთან

წულუკიანი: საზღვრისპირა სოფლებში მიწების დარეგისტრირება სწრაფი ტემპით მოხდება

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, "საზღვრისპირა სოფლებში მიწების დარეგისტრირება სწრაფი ტემპით მოხდება". ამის შესახებ მან გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

"ამ ჯგუფში კიდევ უფრო მეტი აქტივობით ჩავერთეთ ყველა უწყება, ამ საერთო საქმეში ვდებთ  წვლილს. ჩვენი წვლილი მდგომარეობს იმაში, რომ საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საზღვრისპირა სოფლებში, იქ სადაც მოსახლეობას დარეგისტრირებული აქვს საკუთარი მამაპაპისეული მიწები, სწრაფი ტემპით აღრიცხოს მიწები და იქ, სადაც ამის საშუალება არის, მოხდეს საკუთრების უფლების დარეგისტრირება სწრაფად. რიგ შემთხვევაში, მოხდეს საკუთრების უფლების აღიარება და თუ არის შემთხვევები, სადაც საკადასტრო მონაცემები არაზუსტია, ყოველგვარი საფასურის გარეშე ჩვენ საჯარო რეესტრის მეშვეობით ამ დაზარალებულ მოსახლეობას მოვემსახურებით. ეს არის ამ ეტაპზე ჩვენი წვლილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვიდოდა, რომ იმ ხალხს, ვისაც აქვს მცოცავ ოკუპაციასთან პირდაპირი შეხება და არის მსხვერპლი, არ ექნება მომავალში საკუთრების უფლება საკუთარ მიწაზე", - თქვა თეა წულუკიანმა. 

კომენტარები