არჩევნები 2013

კალაძე: ასეთი არჩევნები საქართველოში არასდროს ჩატარებულა

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელი პარტნიორებიც გაანალიზებენ იმას, თუ როგორ პირობებში ჩატარდა არჩევნები, რომ ყველა კანდიდატს ჰქონდა ბრძოლის თანაბარი შესაძლებლობა. - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.  

კალაძის განცხადებით ასეთი არჩევნები საქართველოში არასდროს ჩატარებულა. "ასეთი არჩევნები საქართველოს არასდროს ჩაუტარებია და ესაა ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ხალხის მიღწევა. მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელი პარტნიორებიც გაანალიზებენ იმას, თუ როგორ პირობებში ჩატარდა არჩევნები, რომ ყველა კანდიდატს ჰქონდა ბრძოლის თანაბარი შესაძლებლობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ შემდგარი სახელმწიფო, რომელიც მიისწრაფის ევროპისკენ" - აღნიშნა კალაძემ. 

კომენტარები