არჩევნები 2013

ზაქარეიშვილი: არჩევანი გავაკეთე სახელმწიფოზე მზრუნველ ხელისუფლებაზე

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში არჩევანი "სახელმწიფოზე მზრუნველ ხელისუფლებაზე" გააკეთა. ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილმა ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე მე-19 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ამისთვის საქართველო დიდი ხანია იბრძვის.

"ბუნებრივია, არჩევანი გავაკეთე სახელმწიფოზე მზრუნველ ხელისუფლებაზე, რომელიც ფიქრობს ხალხზე, ქვეყანაზე და არა - საკუთარ პოლიტიკურ პარტიაზე ან პოლიტიკურ ელიტაზე. ამიტომ დღეს ახდა ჩემი ერთ-ერთი დიდი ოცნება - დემოკრატიული, თანასწორი არჩევნები. დარწმუნებული ვარ, მომავალში საქართველოში ეს ტრადიციად დამკვიდრდება", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა. 

კომენტარები