არჩევნები 2013

საგანელიძე: ყველა პატარა ხარვეზი გამადიდებელი შუშის ქვეშაა

დავით საგანელიძე
primerinfo.ge

დღის განმავლობაში სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები, პოლიტიკური სუბიექტები აკეთებენ განცხადებას სხვადასხვა ტიპის ხარვეზებზე. ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განაცხადა. 

"ის, რომ დაახლოებით 4 საათის განმავლობაში დაფიქსირდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა მარკირებასთან დაკავშირებული და სხვა ტექნიკური ხარვეზები, მიუთითებს იმაზე, რომ პროცესები მიდის აბსოლუტურად დემოკრატიულად. ყველა პატარა ხარვეზი გამადიდებელი შუშის ქვეშააა. დამკვირვებლები საკმაოდ აქტიურები არიან", - აღნიშნა საგანელიძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ბრიფინგზე დავით საგანელიძემ ისიც აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთი კოორდინატორის ორი მანქანაა დაზიანებული. მისი თქმით, თუ ვინ დააზიანა მანქანები და რა მიზეზით, ამას შესაბამისი სტრუქტურები დაადგენენ. 

კომენტარები