მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დღეიდან აღარ ეყოლება პრობლემური პრეზიდენტები. ამის შესახებ საპრეზიდნეტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
"შარშან რაღაცები არ შეიძლებოდა. წელს შეიძლება. წელს შეიძლება თავისუფლად ხმის მიცემა, ყოველგვარი დაბრკოლებისა და წნეხის გარეშე. ეს არის დიდი მონაპოვარი. საქართველოში დღეიდან მკვიდრდება თავისუფალი არჩევნების პრაქტიკა და დღეიდან გვექნება პრეზიდენტის მშვიდობიანი საარჩევნო გზით შეცვლის პრაქტიკა", - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თამვჯდომარემ ხმა მეუღლესთან და შვილებთან ერთად 54-ე საარჩევნო უბანზე მისცა.





