მთაწმინდის მეექვსე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა.
"მე მოვედი ჩემ შვილთან ერთად და გავაკეთე არჩევანი საქართველოს წინსვლისთვის. ეს არის პირველად, როცა ანა აძლევს ხმას და ჩვენ ერთად მოვედით და გავაკეთეთ არჩევანი იმისთვის, რომ განაგრძოს ამ ქვეყანამ წინსვლა," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ის დარწმუნებულია რომ ამომრჩევლები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"როდესაც ჩვენ დღეს ვუყურებთ ამომრჩევლის აქტივობას, დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ძალიან სწორ არჩევანს გააკეთებს მთელი ქვეყანა, მთელი ერი და ხალხის ნებით გადაწყდება ის, ვინ უნდა ემსახუროს," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





