თავდაცვითი ნაგებობები

ბოკერია: თავდაცვის სამინისტროს ბრალდება უსაფუძვლოა

გიგა ბოკერია
tabula.ge

უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებას პასუხობს, რომელშიც უწყება საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებას. საუბარია პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელშიც მან თქვა, რომ მთავრობამ თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა შეაჩერა.

გიგა ბოკერიას თქმით, თავდაცვის სამინისტროს განცხადება უსაფუძვლოა და პრეზიდენტს ისეთი ინფორმაცია არ გაუმჟღავნებია, რომელმაც, შესაძლოა, ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანი მიაყენოს.

"საუბარი არის თბილისის თავდაცვის ჯებირის ორგანიზებაზე. რამდენადაც ჩემთვისაც ცნობილი გახდა, სამუშაოების ნაწილი შეჩერებულია, მაგრამ მე ეს ვიცი ღია წყაროებიდან, არანაირი უწყებრივი ინფორმაცია მე არ მაქვს. ამის განხილვა აბსოლუტურად ლეგიტიმურია. თუ აქ ლაპარაკია იმ ტიპის ინფორმაციაზე, რომელიც ცნობილია ღია წყაროებისთვის, საზოგადოებისთვის და, მათ შორის, პოტენციური მოწინააღმდეგისთვის, მაშინ ეს ბრალდება ხდება უსაფუძვლო. თუ ეს ასე არ არის და იმ ტიპის ინფორმაციაზეა საუბარი, რომელიც უნდა იყოს დაფარული, მაშინ ეს აბსოლუტურად არამიზანშეწონილია", - თქვა ბოკერიამ.

კომენტარები