2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

მარგველაშვილი: პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია ხალხის საკუთრება უნდა გახდეს

გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში არ შევა. ამის შესახებ ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში განაცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატი გადაცემაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, მინისტრებთან, დეპუტატებთან და აქტივისტებთან ერთად მივიდა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ჯერჯერობით კონკრეტული გეგმა არ აქვს, თუ რა ფუნქციას შეითავსებს ავლაბრის რეზიდენცია. "საქართველოსნაირ ქვეყანაში ასეთი დიდი ფუფუნების საგანი ერთი ინსტიტუტის საკუთრება არ უნდა იყოს. ის უნდა გახდეს უფრო ხალხის საკუთრება. როდესაც ჩვენი ეკონომიკა ძალიან გაძლიერდება, მერე შეგვიძლია ავაშენოთ სერიოზული რეზიდენციები. ვფიქრობ, ეს რეზიდენცია უნდა იყოს ხალხის საკუთრებაში, დანარჩენს გუნდის შიგნით ვისაუბრებთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები