მერაბ ჟორდანია

მერაბ ჟორდანიამ საფეხბურთო კლუბი ვიტესი გაყიდა

მერაბ ჟორდანია
radiotavisupleba.ge

რუსი ბიზნესმენი ალექსანდრ ჩიგირინსკი, საფეხბურთო კლუბ ვიტესის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. ჩიგირინსკი კლუბის ყოფილი მფლობელის, მერაბ ჟორდანიას მეგობარი და ბიზნესპარტნიორია, სწორედ ჟორდანიამ მიჰყიდა რუს ბიზნესმენს ჰოლანდიური კლუბი. 

აღსანიშნავია, რომ გარიგების შედეგად, კვლავაც განსაკუთრებული უფლებები რჩემა "Stichting Betaald Voetbal 'Vitesse-Arnhem"-ს.

"როდესაც არნემში ჩამოვედი, ვთქვი, რომ ალექსანდრ ჩირიგინსკის მიმართ ნდობა ყოველთვის მქონდა. ახლა ვგრძნობ, რომ სწორი დროა ვიტესი ალექსანდრს გადავცე და მოხარული ვარ, რომ კლუბს ასეთ კარგ ხელში ვტოვებ. ვიცი, რომ ის კლუბს მომავალშიც წარმატებებს მოუტანს. მე ყოველთვის ხელმისაწვდომი ვარ, თუ კლუბს ჩემი რჩევა დასჭირდება", - განაცხადა მერაბ ჟორდანიამ.

ვიტესის ოფიციალური ვებგვერდი თავად კლუბის ახალი მეპატრონეს კომენტარსაც ავრცელებს.

"მინდა მერაბ ჟორდანიას მადლობა გადავუხადო მისი სამწლიანი მუშაობისთვის. ამ პერიოდში ჩაიდო მნიშვნელოვანი ინვესტიციები პირველ გუნდში, გაკეთდა ახალი სავარჯიშო ინსტრასტრუქტურა და უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის ხარისხის გაუმჯობესდა. ამის შედეგია, რომ ვიტესი ჰოლანდიურ ფეხბურთში ერთ-ერთი მოწინავე გახდა. ვიცი, რომ ყოველთვის შემიძლია ვენდო ჩემს ახლო მეგობარ მერაბს", - განაცხადა ალქსანდრ ჩიგირინსკიმ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა საქმიანობით დაკავდება მომავალში მერაბ ჟორდანია, თუმცა რამდენიმე თვის წინ ვიტესის ყოფილმა პრეზიდენტმა, ქართულ ფეხბურთში საქმიანობის სურვილი გამოთქვა.

კომენტარები