იტალია

რომში რკინიგზის მშენებლობის წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლები გრძელდება

Reuters

იტალიის დედაქალაქის ცენტრში მასობრივი დემონსტრაციები გრძელდება. აქციების მონაწილეები ტურინი-ლიონის სწრაფი რკინიგზის მშენებლობის პროექტს აპროტესტებენ, რომელიც, მათი აზრთ, საბიუჯეტო თანხების გაუმართლებელ ხარჯვას წარმოადგენს. პარალელურად ისმის მოთხოვნები რიგი სოციალური შეღავათების აღდგენისა და მიგრანტთა უფლებების დაცვის თაობაზე.

დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებაც მოხდა. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდების ჯგუფმა ეკონომიკის სამინისტროს შენობას კვერცხები დაუშინა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და 15-მდე ახალგაზრდა დააკავა. ოცამდე პოლიციელი დაშავდა.

ქალაქის ცენტრი პარალიზებულია, აქტივისტებმა კარვები ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე გაშალეს და ტეროტორიის დატოვებას არ აპირებენ.

 

კომენტარები