საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ვინ არიან ახალი ეპისკოპოსები და რომელი ეპარქიები გაყო სინოდმა

წმინდა სინოდი
wikipedia.org

როგორც ტაბულას საპატრიარქოში ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ეპარქიებს უხელმძღვანელებენ:

მარგვეთისა და უბისის ეპარქიას - ჭულევის მონასტრის წინამძღვარი მამა დიმიტრი კაპანაძე
ფშავ-ხევსურეთის ეპარქიას - არქიმანდრიტი მიქაელ გაბრიჩიძე, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი
გარდაბანი-მარნეულის ეპარქიას - მღვდელმონაზონი გრიგოლ კაცია
სურამი-ხაშურის ეპარქიას - მამა სვიმონ ცაკკაშვილი, მეუფე იობის ეპარქიიდან
მარნეულში - მეუფე იობის ეპარქიიდან გამორჩეული მღვდელი, მამა გიორგი ჯანდელიანი
წალკის ეპარქიაში - მეუფე იაკობ იაკობაშვილის ყოფილი მორჩილი, ფოკას ყოფილი წინამძღვარი მამა იოანე შომახია
სამთავისის ეპარქიას - ქვათახევის წინამძღვარი მღვდელი დამიანე ხუფენია 

გაიყო მანგლისისა და წალკის ეპარქია, გაიყო რუსთავისა და მარნეულის ეპარქია, რუისისა და ურბნისის ეპარქიას გამოეყო ხაშური და სურამი, გაიყო სამთავისი და გორი და აღსდგა მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია.

კომენტარები