სხეულის დაზიანება

შსს-ს ინფორმაციით, მარჯანიშვილზე არასრულწლოვანი დანით დაჭრეს

RFE/RL

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 10 ოქტომბერს, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 წლის მოზარდი დანით ფეხში დაჭრეს.

შსს-ს ცნობით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ინციდენტი კი შელაპარაკებას მოჰყვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის დაკავების ოპერაცია.

სამართალდამცავი უწყება აცხადებს, რომ მედიასაშუალებების ნაწილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია 11 წლის მოზარდის მკვლელობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

კომენტარები